ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე ტუბერკულოზის სამკურნალო კომპლექსი შენდება. პროექტის საბოლოო დეტალებს სასჯელაღსრულების სამინისტრო სამშენებლო და სამედიცინო ექსპერტებთან ერთად აზუსტებს.
სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა.
ექსპერტებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობისთვის საუკეთესო პირობების შექმნა და ტუბერკულოზის გადადების რისკების შემცირება.
სამკურნალო დაწესებულების მშენებლობა უკვე დაწყებულია, ის ექსპლუატაციაში 2012 წლიდან შევა და ტუბერკულოზით დაავადებულ ყველა პატიმარს, სასჯელის ფორმისა და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, ახალ სარეჟიმო და სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გადიყვანენ.