ნატო გამოეხმაურა რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენის ფაქტს.
„მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის რაიმე მიზანმიმართულ თავდასხმაზე მოკავშირის ტერიტორიაზე, ეს ქმედებები არის უპასუხისმგებლო და პოტენციურად საშიში, - განაცხადეს ალიანსის წარმ,ომადგენლებ,ა. იწუყება Reuters.
დრონის ბასხვრევები აღმოაჩინეს სასაზღვრო ქალაქ პლაურუს მახლობლად, რომელიც მდებარეობს დუნაის მოპირდაპირე ნაპირზე უკრაინის პორტ იზმაილიდან. იზმაილი რომელიც გასულ ღამეს რუსეთის მორიგი თავდასხმის ქვეშ მოექცა.
ალიანსის წარმომადგენელის განცხადებით, ბოლო დღეებში ნატო-მ გაზარდა თავისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში.
შეგახსენებთ, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუმინიცა ოდობესკუმ დაადასტურა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
"რუსეთმა კიდევ უფრო საშინელი თავდასხმები განახორციელა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ნამსხვრევები აღმოჩენილია რუმინეთის ტერიტორიაზე. რუმინეთი მკაცრად გმობს ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს," - განაცხადა ოდობესკუმ.