საფრანგეთის პოლიციამ 18 წლის კაცი დააკავა, რომელიც თავდასხმებს გეგმავდა.
სამართალდამცველები არ საუბრობენ, უკავშირდებოდა თუ არა შესაძლო თავდასხმები პარიზის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც იფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება.
დაკავებული ,პირადად და სოციალური ქსელების საშუალებით კავშირში იყო ორი დღის წინ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში დაკავებულ ახალგაზრდასთან, რომელიც ასევე 18 წლისაა.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ახალგაზრდები რამდენიმე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდნენ.