რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუმინიცა ოდობესკუმ დაადასტურა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
"რუსეთმა კიდევ უფრო საშინელი თავდასხმები განახორციელა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ნამსხვრევები აღმოჩენილია რუმინეთის ტერიტორიაზე. რუმინეთი მკაცრად გმობს ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს," - განაცხადა ოდობესკუმ.
მინისტრმა დასძინა, რომ რუმინეთმა ინციდენტის შესახებ აცნობა თავის მოკავშირეებს და მათთან თავისო ქმედებების კოორდინაციას ახდენს.
რუმინეთმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა სამხრეთ უკრაინაზე შაჰედებით რუსეთის თავდასხმის. ასევე სპეციალისტები გაიგზავნა იზმაილის მოპირდაპირე სოფელ პლაურუს მიმდებარე ტერიტორიის შესამოწმებლად, რადგან შესაძლოა იქ ჩამოვარდნილიყო დრონის ნამსხვრევები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე სამი რუსული დრონი შეფრინდა.
მედიის ცნობით, დრონის სავარაუდო ნამსხვრევები იზმაილის მოპირდაპირე რუმინულ სოფელთან იპოვეს.