რუსული კლუბის „ზენიტის“ ყოფილი ფორვარდი, რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანო ანდრეი არშავინი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ლეგენდების ლიგის მატჩის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.
„ბელარუსის შემდეგ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ლეგენდების მატჩი უნდა გამართოს საქართველოსთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან. ახლა ეს აქტუალურია, ასეთი შეხვედრები აერთიანებს ხალხებს და ინარჩუნებს ჩვენს საერთო ისტორიას. შეგიძლიათ უსასრულოდ გამართოთ სამიტები და კონფერენციები, მაგრამ ის, რაც ხალხს აერთიანებს, არის ფეხბურთი. თბილისში, ეროვნული ნაკრების რეტრო მატჩზე სტადიონი გაივსება. იქ ფეხბურთელების ყოველთვის მაღალი დონე იყო. თუ მოედანზე გამოვლენ არველაძე, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ეს ლეგენდების ლიგისთვის ძალიან კარგი იქნება“, - თქვა არშავინმა.
7 ივლისს მინსკში ლეგენდების ლიგის მატჩი გაიმართა, რომელშიც რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებმა ითამაშეს.