საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო.
ანგარიშების გამოქვეყნების მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირების ყოველთვიური შედეგებისა და მაჩვენელების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა.
კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშებში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების, ელექტროენერგიის საბითუმო, ტრანსსასაზღვრო, საცალო ბაზრების მიმდინარე ტენდეციებისა და მაჩვენებლების შესახებ.
ამ ეტაპზე, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშები მოიცავს მიმდინარე წლის 4 თვეს. სემეკი გეგმავს ანგარიშების ყოველთვიურად გამოქვეყნებას.
ელექტროენერგიის ბაზრის ანგარიშები მოცემულია შემდეგ ბმულზე:
ელექტროენერგიის ბაზრის ანგარიშები