რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კალუგის ოლქში მი-28 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ეკიპაჟი დაიღუპა.
„კალუგის რეგიონში გეგმიური ფრენის დროს მი-28 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენი დაუსახლებელ ადგილზე ჩავარდა. მიწაზე ნგრევა არ არის. ეკიპაჟი დაიღუპა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, წინასწარი ვერსიით, ვერტმფრენმა კატატსროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო განიცადა. ავიაკატატროფის ადგილზე რუსეტის საჰაერო კოსმოსური ძალების კომისია მუშაობს.