ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა როლი უოკერმა განაცხადა, რომ რუსებს, ალბათ, კიდევ 5 წელი დასჭირდებათ, რათა გზა გაიხსნან უკრაინაში მინიმალური მიზნების მისაღწევად - სრულად დაიკავონ 4 რეგიონი (დონეცკი, ლუჰანსკი, ზაპოროჟიე და ხარკოვი).
როლი უოკერის შეფასებით, მხოლოდ ამ შეზღუდული მიზნების მიღწევის მცდელობისას რუსეთი დაკარგავს 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს.
დასავლური დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა უკრაინაში უკვე დაკარგა დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაღუპულებისა და დაჭრილების სახით.
გენერალმა უოკერმა განაცხადა, რომ თუ ომი გაგრძელდება წლების განმავლობაში, ეს გამოიწვევს 1,5 მილიონზე მეტ მსხვერპლს და მილიარდობით დოლარის ღირებულებისაღჭურვილობის დანაკარგს.
მისი თქმით, ძნელია იმის დანახვა, რა სარგებელს მოუტანს ეს ომი რუსეთს, თუმცა დასძინა, რომ რუსეთში გათვლები შეიძლება განსხვავებული იყოს.
მისივე თქმით, ორივე მხარე მძიმე დანაკარგებს განიცდის „ხანგრძლივ ომში გამარჯვებულები არ არიან... ეს არის სრული განადგურება და დაკარგული თაობები ორივე მხარისთვის“, - თქვა მან.
ამასთან, მისი თქმით, რთულია პასუხის გაცემა შეძლებს თუ არა უკრაინა დიდხანს თავდაცვის შეკავებას.