ბერლინში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ჯონ ჰილიმ თავდაცვის სფეროში გერმანიასთან ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი. ჯონ ჰილი დეკლარაციას ხელი ბერლინში მოაწერა, სადაც ის გერმანელ კოლეგას, ბორის პისტორიუსს შეხვდება.
შეთანხმება მოიცავს ვალდებულებს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ თავდაცვის სფეროში ინდუსტრიის და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ასევე უკრაინის მხარდასაჭერად.
ჰილის ვიზიტი გერმანიაში მისი ორდღიანი ტურნეს ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ის ეწვევა საფრანგეთს, პოლონეთსა და ესტონეთს.
"ეს ვიზიტები იქნება აშკარა გზავნილი, რომ ევროპული უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ამ მთავრობის საგარეო და თავდაცვის სფეროში მთავარი პრიორიტეტი. ჩვენი ახალი დეკლარაცია გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიას შორის საფუძველს უყრის ახალ, ღრმა ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე" – თქვა ჰილიმ.