მოსკოვში მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს. ამის შესახებ რუსულ მედიას, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განუცხადა.
ეჭვმიტანილის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებუთ დასმულ შეკითხვაზე ბორტნიკოვმა უპასუხა: „ვმუშაობთ თურქებთან, ვნახოთ“.
მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის, ანდრეი ტორგაშევის მანქანა აფეთქდა.
რუსული მედიის ცნობით, ანდრეი ტორგაშევის მდგომარეობა მძიმეა, მას ფეხი აქვს მოწყვეტილი.
მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მკვლელობის მცდელობა, რომელიც დაზარალებულის პროფესიულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიქაიას განცხადებით, ეჭვმიტანილი ქალაქ ბოდრუმში დააკავეს. ის რუსეთს მოქალაქე, ევგენი სერებრიაკოვია.