ნეპალში ავიაკომპანია Saurya Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა, 18 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი გადარჩა.
ავიაკატასტროფა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ტრიბჰუვანის აეროპორტში იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი აფრინდა.
მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის ადგილზე 18 ცხედარი იპოვეს, ერთი ადამიანი კი ავიახომალდის ნამსხვერევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, თვითმფრინავში მგზავრები არ იყვნენ, მხოლოდ ტექნიკური სპეციალისტები იმყოფებოდნენ.
ერთადერთი გადარჩენილი თვითმფრინავის ეკიპაჟის მეთაური 37 წლის მანიშ რატნა შაკია.