უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ყირიმის დაბრუნების გეგმა და ეს არის შესრულებადი მისია.
ამის შესახებ სირსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, კიევს აქვს გეგმა, დაიბრუნოს ყირიმი, ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა უკანონოდ მოახდინა მისი ანექსია. ეს მართლა შესაძლებელია? "ეს რეალისტურია. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სამხედრო საიდუმლო", - განაცხადა გენერალმა.
სირსკიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მიაღწიონ საერთაშორისოდ აღიარებულ 1991 წლის საზღვრებს. „ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ... რათა გავათავისუფლოთ ჩვენი მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც იტანჯებიან“, - თქვა სირსკიმ.
სირსკი დარწუნებულია, რომ იცის როგორ დაამარცხოს რუსეთი.
"მე ვიცი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს", - თქვა სირსკიმ.