მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის, ანდრეი ტორგაშევის მანქანა აფეთქდა.
რუსული მედიის ცნობით, ანდრეი ტორგაშევის მდგომარეობა მძიმეა, მას ფეხი აქვს მოწყვეტილი. მათივე ცნობით, გამოძიება უკრაინული სპეცსამსახურების ქმედებებთან დაკავშირებულ ვერსიაზე მუშაობს.
ავტომობილი დღეს დილით აავტოსადგომზე ფეთქდა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქება მძღოლის სავარძლის ქვეშ განთავსებული დაუდგენელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად ასევე თავდაცვის სამინისტროს ოფიცრის ცოლი დაშავდა.