მე მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს არ ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე. - ამის შესახებ ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას გაიხსნება თუ არა ოქტომბერში მოლაპარაკებები ევროკავშირთან.
„მაგას მე ვერ გეტყვით, ეს არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. მე მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს არ ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს ხომ არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ქართველი ხალხის მიმართ, ასე იყო კანდიდატის სტატუსიც, სტატუსი ხომ ქართველ ხალხს მიანიჭეს და მე დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს არ ეტყვიან უარს მოლაპარაკების გახსნაზე, თუ სხვანაირად მოხდება, მაშინ გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება", - აცხადებს კობახიძე.