ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრამპი იყო ერთადერთი ხელისუფალი აშშ-ში, რომლის პირობებშიც ამერიკას არ ჰქონია ომი და „ქართული ოცნებაც“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც საქართველოს არ ჰქონია ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ტრამპთან დაკავშირებით ვიტყვი ერთს, რომ ერთი საერთო გვაქვს ჩვენ და დონალდ ტრამპს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრამპი იყო ერთადერთი ხელისუფალი აშშ-ში, რომლის პირობებშიც ამერიკას არ ჰქონია ომი და „ქართული ოცნებაც“ არის ერთადერთი ხელისუფლება ამ 30 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც საქართველოს არ ჰქონია ომი. მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.