უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩინეთში მოლაპარაკება გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან. კულებამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რუსეთის მხრიდან ასეთი მზაობა არ არსებობს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დმიტრო კულებამ დაადასტურა უკრაინის თანმიმდევრული პოზიცია, რომელიც მოიცავს მის მზადყოფნას განახორციელოს მოლაპარაკების პროცესი რუსულ მხარესთან გარკვეულ ეტაპზე, როდესაც რუსეთი მზად იქნება კეთილსინდისიერი მოლაპარაკებისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი მზადყოფნა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა”, - ნათქვამია განცხადებაში.
კულება ვანგ ის 24 ივლისს გუანჩჯოუში შეხვდა.
განხილვის მთავარი თემა იყო რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი მშვიდობის მიღწევაში „დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობა შეესაბამება ჩინეთის სტრატეგიულ ინტერესებს და მნიშვნელოვანია ჩინეთის როლი, როგორც მშვიდობის გლობალური ძალის,”- განაცხადა კულებამ.
კულებამ თქვა, რომ რუსულმა აგრესიამ გაანადგურა მსოფლიო და შეანელა განვითარება და ომის ყოველი ახალი დღე იწვევს ჰუმანურობის ახალ დარღვევას და სამართლიანობის შემდგომ ეროზიას, ამიტომ აუცილებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება, მშვიდობის დამყარებადა უკრაინის აღდგენის დაჩქარება.