"ქართული ოცნება არის გარიყული საერთაშორისო თანამეგობრობიდან, - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, მმართველი პარტია აუცილებლად აღმოჩნდება ზომების ქვეშ.
"ქართული ოცნება არის გარიყული საერთაშორისო თანამეგობრობიდან, როგორც პრორუსული მიმართულების პარტია და სამწუხაროდ, ხელისუფლება. და ქართული ოცნება აუცილებლად მძიმე ზომების ქვეშ აღმოჩნდება, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილებით უნდა შევცვალოთ ქართული ოცნება და არა მხოლოდ საარჩევნო გადაწყვეტილებით, არამედ ხმების დაცვის აქტიური ქმედებებით და ამ ტიპის გადაწყვეტილებაც ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ნიკა გვარამია.