თბილისის საქალქო სასამართლომ ვლადიმერ დოლიძისა და ამჟამად ძებნილ გივი ქუთათელაძის, ალექსანდრე ვეფხვაძის და რატი ჯაიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ვლადიმერ დოლიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის II ნაწილით და ამავე კოდექსის 236 მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელთა შეკრების წესით, თავისუფლების 10 წლით აღკვეთა შეეფარდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I ნაწილი - სასჯელის სახედ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასასამართოს მიერ კი მსჯავრდებულის მიმართ მოხდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. რაც შეეხება ამავე მუხლის II ნაწილს ის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სასამართლოს გადაწყვეტილბით ეს ვადა 4 წლამდე შემცირდა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის II ნაწილი თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს ვლადიმერ დოლიძეს კი აღნიშნული მუხლის თანახმად სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
სახელმწიფო ბრალმდებელი მსჯავრდებულ ვლადიმერ დოლიძის მიმართ 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ. ვლადიმერ დოლიძე წარსულში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის I, II და III ნაწილების და ამავე კოდექსის 239-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იყო ნასამართლევი.
ვლადიმერ დოლიძეს სასჯელის ვადის ათვლა, სამართალდამცავების მიერ მისი დაკავების მომენტიდან, კერძოდ 2010 წლის 20 აპრილიდან დაეწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯვრდებული - გივი ქუთათელაძე ცნობილი იქნა დამშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის II ნაწილით და მავე კოდექსის 237-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შეკრების წესით, მთლიანად და საბოლოოდ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მსჯავრდებულებს ალექსანდრე ვეფხვაძეს და რატი ჯაიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
ზემოხსენებულ, ამჟამად ძებნილ პირთა მიმართ სასჯელის ათვლის ვადა მათი დაკავების მომენტიდან დაიწყება.