სამოქალაქო მოძრაობის "სოლადარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი ფაქტის გამო გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს თანაგრძნობას უცხადებს.
ბესელია ფაქტის ღია და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.
"პირველ რიგში დაზარალებულთა ოჯახებმა უნდა იცოდნენ მომხდარის თაობაზე დეტალურად და შემდეგ საზოგადოებამ. თავდაცვის სამინისტროს გაუმჭვირვალე და დახურული პოლიტიკა ბევრ კითხვას აჩენს და საჭიროა საზოგადოებამ მეტი იცოდეს საკუთარი ქვეყნის თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პროცესების თაობაზე", - განმარტავს ეკა ბესელია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 11:00 საათზე კრწანისის სასწავლო ცენტრშI ნაღმტყორცნი აფეთქდა, რის შემდეგადაც ოფიციალური მონაცემებით 3 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 13 დაიჭრა.