ხვალ, 12 იანვარს ვერა ქობალიას უწყება "საქსტატის" შენობის გაყიდვას უკვე მეორედ შეეცდება.
ობიექტის საწყისი ღირებულება 4 მლნ. 150 ათასი აშშ. დოლარია (დღგ-ს ჩათვლით).
აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით მოახდინოს: თანხის 50% საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხადოს, ხოლო დარჩენილი 50%-ი 2011 წლის 30 ივნისამდე დაფაროს.
პირობების თანახმადვე, საპრივატიზებო ობიექტის გამოთავისუფლება ეტაპობრივად: სარდაფის, I და II სართულების გამოთავისუფლება აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო III, IV, V, VI და VII სართულების გამოთავისუფლება 2011 წლის 1 მაისამდე;
აუქციონის პირობბით გათვალისწინებულია ასევ, საპრივატიზებო ობიექტში განთავსებული მოსარგებლეებისათვის, ამავე ობიექტით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფა 2011 წლის I მაისამდე.