თბილისის საქალაქო სასამართლო რეალ- TV-ის წინააღმდეგ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძისა და მისი ვაჟის_უტა კომახიძის სარჩელის განხილვას აგრძელებს. დღეს კომახიძის საქმესთან დაკავშირებით მეორე სხდომა გაიმართა. კომახიძის ოჯახი ცილისწამების გამო ზიანის ანაზღაურების მიზნით 1 ლარის გადახდას მოითხოვს.
ამჟამად შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფრის მქონე ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ რეალ-თV-ის სიუჟეტმა მისი პატივი და ღირსება შელახა და მის პირად ცხოვრებაში ჩაერია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ვახტანგ კომახიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნათია კაპამაძემ აღნიშნა, სასამართლო სხდომა დახურულია. შესაბამისად, სხდომის მონაცემები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არაა.
კაპანაძის თქმით, კომახიძეების ოჯახი სასამართლოსგან სიმბოლურ თანხას ერთი ლარის ოდენობით იმიტომ მოითხოვს, რომ ღირსება და პატივი ზნეობრივი კატეგორიაა. ამდენად, თანხის დადგენა იოლი არაა.
"ამ პირობებში რთულია, განვსაზღვროთ რეალური კომპენსაცია, რადგან თანხასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულება არსებობს",_აცხადებს კაპანაძე.
ცნობისთვის, კომახიძის ოჯახმა სასამართლოში სარჩელი 2010 წლის მაისში შეიტანა. მომდევნო, რიგით მესამე, პროცესი 24 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ, რეალ- TV-ის სიუჟეტი ვახტანგ კომახიძის მიერ შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას დაუკავშირდა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მას აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჟურნალისტური მოკვლევის ჩატარებისას ხელს უშლიდა.