აშშ-სთან საუბარი უნდა იყოს არა მათი მხრიდან ინდივიდუალურ სანქციებზე არამედ იმ უამრავ სიკეთეზე, რომელიც საქართველოს მყისიერად შეუძლია მიიღოს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, გაღრმავებული ეკონომიკური ურთიერთობები და დამატებითი დახმარება, მათ შორის თავდაცვის ნაწილში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“დღეს მთავარი არჩევანი კეთდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეების ნება უნდა აისახოს საარჩევნო შედეგზე, რაც გამოიწვევს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-თან და მათი მხრიდან საუბარი იყოს არა ინდივიდუალურ სანქციებზე ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, არამედ იმ უამრავ სიკეთეზე, რომელიც საქართველოს მყისიერად შეუძლია მიიღოს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, გაღრმავებული ეკონომიკური ურთიერთობები და დამატებითი დახმარება, მათ შორის თავდაცვის ნაწილში.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.