2010 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოლიციის სამოცი ახალი შენობა გახსნა და აამოქმედა.
დღეისათვის გურიის რეგიონში გაიხსნება ახლად აშენებული ურეკის პოლიციის განყოფილება. განყოფილებაში ასევე განთავსებულია ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, აჭარისა და გურიის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გურიისა და ქობულეთის განყოფილება. შენობაში იმუშავებს ორმოცდაათი პატრულ ინსპექტორი, თვრამეტი დედექტივ გამომძიებელი და უბნის ისპექტორი.
10 იანვარს ასევე ფუნქციონირებას დაიწყებს სამეგრელოს რეგიონში მარტვილის პოლიციის სამმართველოს ახლად აშენებული შენობა, რომელიც მოემსხურება მარტვილის რაიონის ოცდარვა სოფელს. აღნიშნულ შენობაში იმუშავებს ორმოცდახუთი პოლიციელი.
შენობის გახსნას ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ივანე მერაბიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი ზაზა გოროზია.