The New York Times-მა ის ადგილები დაასახელა, რომლებიც 2011 წლის ზამთარში ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება. საქართველო ამერიკული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მე-6 ადგილზე იმყოფება.
როგორც გამოცემა საქართველოს შესახებ წერს, ბაკურიანსა და გუდაურში ყველანაირი პირობა არსებობს მოთხილამურეებისთვის და ექსტრიმის მოყვარულებისთვის.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ეს ორი კურორტი დღითიდღე ვითარდება.
პოპულარული გამოცემა აღნიშნავს, რომ ტურისტებს ზამთრის გატარება სვანეთშიც შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი გუშინ გაიხსნა სვანეთში. The New York Times მიიჩნევს, რომ საქართველოში ზამთრის ტურიზმის განვითარება პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ძალისხმევის შედეგია.
პირველ ადგილზე ამერიკული გამოცემა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს ასახელებს. ექსვეულში არიან სან-ხუანის კუნძულები, ტაილანდის კურორტი კოჰ სამუი, ისლანდია, იტალიის ქალაქი მილანი და საქართველო.
ჩვენს შემდეგ მოდიან ლონდონი, მექსიკის კურორტი ლორეტო, იუტას შტატში მდებარე პარკ-სიტი. ათეულს კი კოლუმბიის ქალაქი კალი ასრულებს.
რეიტინგში სულ 41 ადგილი იყო წარდგენილი.