სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, 36 ქვეყნის მოწოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აგენტების კანონი გაიწვიოს, მორიგი მცდელობაა იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს.
„დასავლეთში, ჩვენ მეგობრებს ძალიან კარგად ესმით, რომ რუსული კანონი რეალურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედიას და არის ავტორიტარიზმის ინსტრუმენტი, როგორც რუსეთში და სხვა მსგავს ქვეყნებშია. ასევე, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ჟესტი, რომ მან უარი თქვა დასავლურ ინტეგრაციაზე, დასავლურ ღირებულებებზე და ჩრდილოეთისკენ მიდის. ამიტომ, ეს წერილიც არის ჩვენი პარტნიორების, მეგობრების მორიგი მცდელობა, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“დიდი ხანია აღარ რეაგირებს მოწოდებებზე, შეგონებებზე, წერილებზე, ამიტომ, ერთადერთი ქმედითი ბერკეტი, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე, არის ოქტომბრის არჩევნები, სადაც ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჩამოშორდება ხელისუფლებას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
ჟენევაში გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს. „საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, შეწყვიტოს კანონის მოწინააღმდეგეთა დაშინების კამპანია და დაიცვას გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.