ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ვეტერანებისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
როგორც ნიკოლაიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, სარჩელის მომზადება უკვე დაწყებილია და მას სააპელაციო სასამართლოში მომავალ კვირას წარადგენს.
"საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10-დღიანი ვადა გვაქვს, რომელიც 14 დეკემბერს იწურება. სარჩელს უკვე ვამზადებთ და მას სააპელაციო სასამართლოში ამ ვადის ამოწურვამდე წარვადგენთ", - განმარტავს ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გმირთა მემორიალთან მიმდინარე აქციის დარბევისას დაკავებულ 11 ვეტერანს (ზაზა გერმანოზაშვილი, ილია ჩილოშვილი, ვალერიან ძებირაშვილი, ლევან ასათიანი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, სერგო დვალი, ლევონ ასატრიანი, ლეონიდ ეხვაია, შოთა იამანიძე და შოთა ზღუდაძე) წვრილმანი ხულოგნობისა და პატრულის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 400-400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანთა აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა გუშინ ზაზა გერმანოზაშვილი, ილია ჩილოშვილი, ვალერიან ძებირაშვილი, ლევან ასათიანი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, სერგო დვალი, ლევონ ასატრიანი, ლეონიდ ეხვაია, შოთა იამანიძე და შოთა ზღუდაძე დააკავეს.