მედიის ცნობით, ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ოპოზიციურმა კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა ხმების 29,5% მოიპოვეს.
მეორე ადგილზეა მემარჯვენე პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც ეგზიტპოლების მიხედვით 16,5% მიიღო. გერმანიის მმართველი კოალიციის უდიდესმა პარტიამ, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების14% მოიპოვა.
მისმა პარტნიორმა კოალიციამ „კავშირი 90/მწვანეები“ მიიღო ხმების 12%, თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ – 5%. ამომრჩეველთა 5,5%-მა ხმა მისცა სარა ვაგენკნეხტის კავშირს, ხოლო 2,8%-მა მემარცხენე პარტიას.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში აქტივობამ 64% შეადგინა, რაც 2019 წლის წინა არჩევნების შედეგებს (61,4%) აღემატება.
გერმანია და საფრანგეთი ევროპარლამენტში ყველაზე მეტ წარმომადგენელს გზავნიან.
დღეს ხმის მის მიცემის პროცესი 21 ქვეყანაში მიმდინარეობდა. გასული სამი დღის განმავლობაში არჩევნები უკვე ჩატარდა ჩეხეთში, ირლანდიაში, მალტაში, ნიდერლანდებსა და სლოვაკეთში.
ხმის მიცემის პროცესი გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება ესტონეთსა და იტალიაში.
ამორჩევლები ევროპარლამენტის 720 დეპუტატი, რაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბლოკის პრიორიტეტებისა და პოლიტიკური მიმართულებების ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
საფრანგეთი და გერმანია ევროპარლამენტში ყველაზე მეტ წარმომადგენელს გზავნიან.
ევროპარლამენტის არჩევნები დღეს სრულდება.