თბილისის აეროპორტის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე თბილისისა და მცხეთა-მთიალეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან დეპორტირებული, თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევისათვის ძებნილი 1978 წელს დაბადებული ირაკლი წულუკიძე დააკავეს.
შსს-ს ინფომაციით, წულუკიძეც დაახლოებით 5 წლის მანძილზე იმყოფებოდა გერმანიაში, როგორც ჯაყო აგირბა.
ირაკლი წულუკიძე 1998 წლიდან გაზრახ მკვლელობისათვისათვის და სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის იხდიდა სასჯელს გეგუთის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც 2004 წლის 14 ივნისს გაცევის მიზნით შექმნილ 40 კაციან შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად თავს დაესხა დაწესებულების ადმინისტრაციასა და დაცვის სამსახურს, რა დროსაც მოკლული იქნა კონტროლიორი იაგო რობაქიძე.
ირაკლი წულუკიძეას სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილით დაუსწრებლად მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.