2010 წლის დეკემბერში მსოფლიოში სასურსათო პროდუქტებზე ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, ამის შესახებ მსოფლიოს სასურსათო ორგანიზაცია - "ფაო" იუწყება.
გასული რეკორდი 2008 წელს დაფიქსირდა, როდესაც სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდამ მთელ რიგ ქვეყნებში საპროტესტო აქციები გამოიწვია.
"ფაოს" მონაცემებით ფასების ინდექსის ზრდა, რომელიც 55 სასურსათო პროდუქტს მოიცავს ძირითადად შაქრის, მარცვლეულის, ზეთისა და ხორცის გაძვირებამ გამოიწვია.