ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობის ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: ჩოიგუნ ნარიმან ოღლი გახრამოვი, ბაირამ ელდარ ოღლინ ეთირმიშელი და ხალილ ქარიმოვი.
მათ აზერბაიჯანიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი დაახოებით ოცი ათასი ლარის ღირებულების გაყინული თევზი - „ზუთხი" სარეალიზაციოდ გადაჰქონდათ მარნეულის რაიონის მიმართულებით.
ბრალდებულებს არ აღმოაჩნდათ აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი საგადასახადო დოკუმენტაცია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები უშუალოდ ფაქტზე დააკავეს.
სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას ძიება დაადგენს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2003-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.