ქუთაისში 2011 წლის პირველი ტურიზმის საინფორმაციო ცენტი გაიხსნება, ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გააკეთა.
მინისტრის თქმით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები საქართველოს ყველა დიდი ქალაქში გაიხსნება.
"ამ დროისათვის ქვეყნის მაშტაბით რამოდენიმე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გვაქვს. მთავარი ცენტრი თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. 2010 წელს ახალი ცენტრები გაიხსნა ასევე მესტიაში და ყვარელში. ვგეგმავთ ასევე, რომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები შექმნას ყველა დიდ ქალაქში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის ასეთი ცენტრების შექმნა უმნიშვნლოვანესია.
"ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები ეს არის საშუალება ტურისტებისათვის, რომ ადვილად მოიპოვონ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, ამა თუ იმ ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ"- განაცხადა ვერსა ქობალიამ.
მინისტრის თქმით, ქუთაისის შემდეგ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რაჭაში გიხსნება.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები ტურისტებს რამდენიმე მიმართულებით ემსახურება - გარდა საჭირო ინფორმაციის მიწოდებისა, ცენტრი მათ მარშრუტების შერჩევასა და დაგეგმვაშიც ეხმარება.