„გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე მუქარის შემცველი ზარი კონკრეტული ნომრიდან. ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც ბუნებრივია მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ და მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის საქართველოში არ ეშინია,“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, მუქარის შემცველი ზარი ღამით მიიღო და მის გარდა, მისი ოჯახის წევრებსაც დაურეკეს.
გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე ზარი კონკრეტული ნომრიდან. ამავე ნომრიდან ათობით ჩემს გარემოცვაში ასევე მიიღო მუქარის შემცველი ზარი. ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც ბუნებრივია მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ და მე ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართო მობილური ქსელების ოპერატორებს და ასევე მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს მოუწევთ უმკაცრესი წესით აგონ პასუხი კანონის წინაშე და ახლა მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის საქართველოში არ ეშინია.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.