პირველი მსჯავრდებულები, უკვე შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ზოგიერთმა მათგანმა კი უკვე მოახერხა თავის გამოჩენა რუსი სამხედროს დატყვევებით. ამის შესახებ იუსტიციის მინიტრის მოადგილემ ელება ვიოსცკაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ჯარს 600-ზე მეტი პატიმარი შეუერთდა და მათი რაოდენობა იზრდება. 29 მაისის მდგომარეობით, მობილიზაციის სურვილი გამოთქვა 4 ათასზე მეტმა მსჯავრდებულმა.
მათი განცხადებები სასამართლომ უნდა განიხილოს. მანამდე პატიმრები გადიან შემოწმებას, სამხედრო სამედიცინო კომისიას და გაცნობას მეთაურებთან. ვისოცკაია ირწმუნება, რომ ინიციატივა აჩვენებს თავის ეფექტურობას.
„მსჯავრდებულები, რომლებიც ახლა აპირებენ მსახურებას, ამას აკეთებენ შემოწმების შემდეგ, მათ კანონის შესაბამისად მოამზადებენ და შეასრულებენ სამუშაოს, რომელიც მნიშვნელოვანია ფრონტზე. არაა აუცილებელი, იარაღი გამოიყენონ, მაგრამ თუნდაც იარაღის გამოყენებით, მე უკვე მაქვს წარმატებული საქმე: მოვიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პირველმა მსჯავრდებულმა აიყვანა ტყვედ რუსი სამხედრო”,- განაცხადა ვისოცკაიამ.
ვისოცკაიას თქმით, სად იმსახურებენ ყოფილი პატიმრები, ამას თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს, თუმცა, აცხადებს, რომ არ იმეორებენ რუსულ პრაქტიკას. „ერთი მხრივ, ჩვენ მივიღეთ გამოწვევა, არ გავიმეოროთ რუსეთის შეცდომები და არადემოკრატიული მიდგომები.
მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს არ უნდა მივცეთ საშუალება, ასე ვთქვათ, მსახურობდნენ უკანა ნაწილებში, მათი სასჯელი ჩაანაცვლონ რეალურად თავისუფლებით. ასევე მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ამ დროს ამ ადამიანებმა უნდა იმუშაონ სახელმწიფოსთვის და კონტრაქტი გაფორმებული იყოს საომარი მდგომარეობის დასრულებამდე“, – აღნიშნავს ვისოცკაია.