სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც იუწყებიან, ფიცოს რამდენჯერმე ესროლეს, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს მიღებული. პრემიერი ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. შემთხვევა ბრატისლავასთან ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა. მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.