საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში უკვე რამდენიმე კვირაა, ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს გზას ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ ძალიან კონკრეტული გზავნილი, იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში უკვე რამდენიმე კვირაა. ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს გზას ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. ისინი ღიად ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში შეუძლებელია, საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია, ქართველი ხალხის დამსახურებაა, გამოუყენებელი დარჩება, რადგან ჩვენ ამ სტატუსს ვერ გამოვიყენებთ მოლაპარაკებების დასაწყებად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ფინეთის პარლამენტის წევრს შეხვდნენ.