აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხები ჯეიკ სალივანმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
სალივანის განცხადებით, "ქართული ოცნების" ქმედებები მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას აშშ-ისა და ევროპისგან.
"ქართული ოცნების ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებისა და ევროპისგაბ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით", - წეს სალივანი.
სალივანის თქმით, ვაშინგტონი უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით.
"ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოელი აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს", - წერს სალივანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ამერიკელი კონგრესმენების წერილი პრემიერ კობახიძისადმი, სადაც ისინი აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის მოწოდებით გამოდიან.