კასპის # 4 საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟდა. ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილია შენობის სამივე სართული, რაც სკოლაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პროექტის მთლიანი ღირებულება 83 606 ლარია. აქედან სისტემის მონტაჟის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ბუნებრივი აირის შეყვანის ხარჯები კი ადგილობრივმა ბიუჯეტმა გაიღო. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.
სკოლაში 265 მოსწავლე სწავლობს და 39 პედაგოგია დასამებული. სკოლაში მოძველებული კარ-ფანჯრებიც შეიცვალა მეტალოპლასტმასით.
კასპის ყველა საჯარო სკოლა ცენტრალური გათბობითაა უზრუნველყოფილი.