27 ნოემბერს საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვითა სათვისტომო საზოგადოებას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღaxzოს პუტინის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაში.
როგორც საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვითა სათვისტომოს განცხადებაშია ნათქვამი, აქციაზე ყველა უნდა შეიკრიბოს და გამოხატოს პროტესტი რუსეთის პრემიერის ქმედებების წინააღმდეგ.
"ყველა პუტინის წინააღმდეგ! 27 ნოემბერს, 17:00 საათზე, ყველა უნდა შეიკრიბოს კლემანსოს მოედანზე. ჩეჩნეთი აგონიაშია, ინგუშები წამებულნი; კავკასიელები, ებრაელები და მუსულმანები რუსი ფაშისტების ხელში არიან; პუტინი ჩამოვიდა საფრანგეთში, რათა ელიზეს სასახლეში დუმილის პირობა მიეღო ადამიანთა განადგურებაზე... პუტინი სტალინია... სტალინზე უარესი..." _ ნათქვამია სათვისტომოს განცხადებაში.