პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
“მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის!
სამართალი ხშირად ურმით, მაგრამ მაინც მოდის;
მნიშვნელოვანია სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს“.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.