ივანიშვილის პარტია რეინიცირებას ახდენს „რუსული კანონის“. ქალებს დევნის პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, ქვეყნიდან იძულებით ემიგრაციაში, მივესალმები პრეზიდენტის მხრიდან ძალისხმევას, რომ არსებობდეს მაქსიმალური კონსოლიდაცია პოლიტიკურ ველზე ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
ბოკუჩავას თქმით, ახლა მნიშვნელოვნია სართო ძალისხმევა.
“მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია ჩავარდნილი „რუსული კანონის“ რეინიცირებას ახდენს, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ძალისხმევა. მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია დევნის ქალებს პარლამენტიდან, ეკონომიკიდან, ქვეყნიდან იძულებით ემიგრაციაში, ასევე მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია ქალების და არამარტო ქალების, არამედ მთელი პოლიტიკური ველის. ასე რომ მივესალმები პრეზიდენტის მხრიდან ძალისხმევას, რომ არსებობდეს მაქსიმალური კონსოლიდაცია პოლიტიკურ ველზე ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესების დასაცავად.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.