შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ყოველდღე მუშაობენ, რათა აღკვეთონ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან, რომ ირანიდან იაფფი თვითმფრინავების, ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვების მიწოდებამ და ჩინეთიდან შესაძლო გადაზიდვებმა შესაძლია, შეცვალოს ბალანსი კონფლიქტში, რომელიც გრძელდა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ.
„ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა ეფექტურად აღვკვეთოთ რუსეთში იარაღისა და მასალების მიწოდება, მათ შორის ირანიდან, ჩრდილოეთ კორეიდან და ჩინეთიდან“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს პარიზში. ეს არ არის მხოლოდ საფრთხე უკრაინისთვის, ეს არის საფრთხე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გასული წლის ივლისიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მიაწოდა დაახლოებით 7000 კონტეინერი იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.
თეირანი რუსეთს დრონებს უკვე ამარაგებს. G7-ის ქვეყნებმა გასულ თვეში გააფრთხილეს ირანი, რომ დააწესებდნენ მის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, თუ თეირანი ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემდა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ პეკინს არ მიუყიდია ლეტალური იარაღი მოსკოვის ომში გამოსაყენებლად.
„ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ხელი შევუშალოთ და დავსაჯოთ მსგავსი სახის მხარდაჭერა, იქნება ეს ირანი, ჩრდილოეთ კორეა თუ სხვა ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი“, - თქვა ბლინკენმა.