უკრაინა და მსოფლიოს სხვა ქვეყნები იმსახურებენ უფლებას, თვითონ დასახონ თავიანთი მომავალი, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ამ მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავდაცვის ბიუჯეტში, იყვნენ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის კუთხით იმ დროს, როდესაც ეს მხარდაჭერა აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხალხი და ქვეყნები მთელ მსოფლიოში იმსახურებენ თავიანთი მომავლის განსაზღვრას და არა იმას, რომ მისცენ სხვა ძალას უფლება, ეს მათ მაგივრად გააკეთოს“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისივე თქმით, წიმ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისა და ალიანსის მომავლის დაგეგმვის მიმართულებით.