რუსული მედია საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს. „რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ვლადიმირ პუტინი ხმების 87 პროცენტს მიიღებს.
ხმის მიცემა უკვე დასრულდა, თუმცა საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე შეეძლებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში ონლაინ ხმა მისცა რუსეთის რვა მილიონმა მოქალაქემ, რაც რუსეთში პირველი შემთხვევაა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ხალხმა ელექტრონულად შეძლო. ონლაინ ხმა თავად ვლადიმირ პუტინმაც მისცა.
პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა
პუტინის საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღეს მოსკოვსა და რუსეთის ზოგიერთ რაიონში საპროტესტო აქცია "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" გაიმართა.