რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში განვითარებული მოვლენები რუსეთში არჩევნების ჩაშლას ისახავს მიზნად და ეს დაუსჯელი არ დარჩება.
„არჩევნების პროცესის ჩაშლისა და ხალხის დასაშინებლად, კიევის ნეონაცისტურმა რეჟიმმა მოიფიქრა და ცდილობს განახორციელოს მთელი რიგი კრიმინალური, დემონსტრაციული შეიარაღებული ქმედებები. ეს არის თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიან დასახლებებზე. რაკეტებისა და ჭურვების დაახლოებით 95%-ს ჩვენი საჰაერო თავდაცვა ანადგურებს.
თუმცა, ჩვენ გვაქვს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ყველა მათგანს და მათ ოჯახებს ექნებათ ყველა საჭირო დახმარება და მხარდაჭერა. მტრის თავდასხმები დაუსჯელი არ დარჩება, - თქვა პუტინმა“.
პუტინმა ასევე განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე, რომ ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში განვითარებული მოვლენები მიზნად ისახავს „რუსეთში არჩევნების ჩაშლას“.
14 მარტს დილით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 8 საჰაერო სამიზნე რეგიონული ცენტრისა და რეგიონის თავზე. რუსული ტელეგრამ-არხები წერდენ, რომ რუსეთის რეგიონებშს შესვლას "უკრაინული დივერსიული ჯგუფები" ცდელობდნენ. მაგრამ უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსმა მოხალისეებმა განაცხადეს, რომ ისინი უტევდნენ სამხედრო ობიექტებს რუსეთის ფედერაციაში.
ბელგოროდი ამ დრომდე კვამლშია გახვეული. ლეგიონი რუსეთის თავისუფლება“ აქტიურ შეტევაზეადა სროლა არ წყდება. სავაჭრო ცენტრები დაკეტილია, მოქალაქეები საცხოვრებელ სახლებს ტოვებენ.