მოსკოვი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუ ის დაფუძნებული იქნება არა ვინმეს „სურვილებზე“, არამედ „არსებულ რეალობაზე“ და სადაც საუბარი იქნება რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებენთან „როსია 1“-სა და „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის? დიახ, მზად ვართ, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, არა ფსიქოტროპული წამლების მოხმარების შემდეგ გარკვეული სურვილების საფუძველზე, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც განვითარდა, როგორც ამბობენ ასეთ შემთხვევებში, დედამიწაზე," -თქვა რუსმა დიქტატორმა.
მისი თქმით, რუსეთს ყველა ომის და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის, მშვიდობიანი გზით მოგვარება სურს.
„მაგრამ ჩვენ მკაფიოდ და ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ უნდა იყოს პაუზა, რომელიც მტერს სურს გადაიარაღებისთვის, არამედ ეს უნდა იყოს სერიოზული საუბარი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიებთით“, - აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, მისი აზრით, უფრო ადვილი იქნებოდა ბრძოლა ადამიანებთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ საბაზისო პრინციპებით.
მისი თქმით, ადვილია ლაპარაკი მასთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვს ჩაყოფილი.
„ასეთ ადამიანებთან უფრო ადვილია. ჭკვიანებთან უფრო რთულია, უფრო საშიშია. იმიტომ, რომ ისინი გავლენას ახდენენ საზოგადოების, მათ შორის ჩვენს, ცნობიერებაზე, - განაცხადა პუტინმა.