რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის, მაგრამ ვაშინგტონს ჰყავს საკმარისი კვალიფიციური სპეციალისტები ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებენთან „როსია 1“-სა და „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ. ისინი {სტრატეგიული ბირთვული ძალები} მუდმივად ჩვენთან არიან, მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ არ აპირებენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას, რადგან ესმით, რომ რუსეთი ასეთ ნაბიჯს - ან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების განლაგებას - ინტერვენციად მიიჩნევს.
„მე ვთქვი, რომ ბაიდენი არის ადამიანი, ტრადიციული პოლიტიკური სკოლის წარმომადგენელი, ეს დადასტურებულია. იქ, ბაიდენისა და სხვების გარდა, არიან საკმარისი სპეციალისტები რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისა დასტრატეგიული თავშეკავების სფეროში, ამიტომ არ მგონია, რომ ყველაფერი აქეთკენ მიდიოდეს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთს აქვს თავისი პრინციპები, რომლითაც ის იხელმძღვანელებს ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილების მიღებისას.
„ისინი რაზე საუბრობენ: რომ ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღი, მათ შორის ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, თუ ვსაუბრობთ რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებაზე. ჩვენ ყველაფერი გვიწერია ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენ ის არ შეგვიცვლია“, - განაცხადა პუტინმა.