დასავლეთში ალაპარაკდნენ უკრაინაში ნატო-ს კონტინგენტის გაგზავნაზე. ჩვენ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც აგზავნიდა თავის სამხედროებს რუსეთში. ახლა შესაძლო ინტერვენტებისთვის შედეგები გაცილებით ტრაგიკული იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციული საბჭოსადმი ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა.
„ახლა ამბობენ, რომ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას. ეს რაღაც ბოდვაა. ისინი თავად ირჩევენ სამიზნეებს, რომლებზეც დარტყმა სურთ რუსეთის ტერიტორიაზე. ირჩევენ განადგურების ყველაზე ეფექტურ საშუალებებს. ასევე, ალაპარაკდნენ უკრაინაში ნატო-ს კონტინგენტის გაგზავნაზე. ჩვენ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც აგზავნიდა თავის სამხედროებს რუსეთში. ახლა შესაძლო ინტერვენტებისთვის შედეგები გაცილებით უფრო ტრაგიკული იქნება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენც გვაქვს შეიარაღება, რომლითაც შესაძლებელია სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიაზე. მათ არ გაუვლიათ მძიმე განსაცდელი და დაავიწყდათ, რა არის ომი. ჩვენ, თაობამაც კი ასეთი განსაცდელი გამოიარა, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ვებრძოდით ტერორიზმს და ახლა უკრაინაში კონფლიქტის დროსაც გავდივართ ამ განსაცდელს. მათ კი ეს მულტფილი ჰგონიათ“, – განაცხადა პუტინმა.