სალომე ზურაბიშვილთან ქვეყნის ევროპული მომავლის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებაზე ვისაუბრეთ, არ მივცემ თავს უფლებას, პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პოლიტიკურ პარტიებთან პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა შეხვედრები ევროპულ დღის წესრიგზე და იმ ცხრა დათქმაზე, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ამ თვალსაზრისით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული ხედვები და კონკრეტული პროექტები, რომელი ასევე გავუზიარეთ პრეზიდენტს. ამ ცხრა დათქმის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. ეს უკავშირდება სასამართლო რეფორმას, საარჩევნო პროცესს, დეპოლარიზაციას და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციას. ამიტომ, რა თქმა უნდა, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლის და დღის წესრიგის ფარგლებში ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე.
ჩვენი მხრიდან ეს საკითხი ძალიან პრინციპულია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი და არა მხოლოდ პიროვნული ან პარტიული საკითხი. მაგრამ არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე“,- განაცხადა ბოკუჩავამ.