დასავლეთისთვის უკრაინაში არსებული ვითარება მხოლოდ ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესების, რუსეთისთვის კი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
რუსმა დიქტატორმა უპასუხა შეკითხვას ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რატომ ისაუბრა „რუსული სახელმწიფოებრიობის წარმოშობაზე.
მისი თქმით, როგორც რუსი, ასევე უცხოელი მსმენელისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რამდენად მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია რუსეთისთვის „ყველაფერი, რაც უკრაინის მიმართულებით ხდება“.
"მათთვის ეს არის მათი ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესება. მაგრამ ჩვენთვის ეს არის ბედი, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. მინდოდა, ვინც ამას უსმენს, ეს გაეგოთ“, - განაცხადა პუტინმა.