რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვისთვის აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე, ჯო ბაიდენი უკეთესია, ვიდრე დონალდ ტრამპი. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
პუტინს ჰკითხეს: "ვინ არის ჩვენთვის უკეთესი - ბაიდენი თუ ტრამპი?"
"ბაიდენი. ის უფრო გამოცდილი ადამიანია, ის პროგნოზირებადი და ძველი ფორმაციის პოლიტიკოსია. თუმცა ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა," - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტს ასევე სთხოვეს, კომენტარის გაკეთება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების შესახებ. პუტინის თქმით, ეს უკავშირდება, აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიას: „ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში საშინაო პოლიტიკური კამპანია, საარჩევნო კამპანია სულ უფრო და უფრო მწვავე ფორმებს იძენს.
და ჩვენთვის ამ პროცესში ჩარევა შეუფერებელია. აი, მე შევხვდი ბაიდენს შვეიცარიაში, ეს იყო სამი წლის წინ. მაშინაც ამბობდნენ, რომ არაკომპეტენტური იყო. მსგავსი არაფერი მინახავს. კი, ის თავის ფურცელში იხედებოდა, მე ჩემსაში. ისეთი არაფერი. და ის, რომ სადღაც, ვერტმფრენიდან გადმოსვლისას მანთავი დაარტყა, კარგით რაა... ვისაც სადმე ოდესმე თავი არ დაურტყამს, პირველმა ესროლოს მას ქვა“, - აღნიშნა პუტინმა.
პუტინის თქმით, ფიქრობს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოზიცია არის „უკიდურესად მავნე და მცდარი“. ”და მე ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს ამის შესახებ ერთხელ”, - თქვა პუტინმა.